ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, პოლიციის თანამშრომლები დაიკითხებიან.
როგორც საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი განმარტავს, დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას 10 მოწმე მისცემს. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდზე სულ 100 მოწმე ჰყავს დასაკითხი.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტაგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ზ.ხ.-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.