მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი იკითხება.
როგორც ჟურნალისტებს ამირხანაშვილის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს ახალ გარემოებებზე არ ისაუბრებს, რადგან მას ყველა ინფორმაცია გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში გაჟღერებული აქვს. ხუციშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ იცავს გურამ ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა.
ცნობისთვის, გურამ ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 5 ჩვენება აქვს მიცემული. ადვოკატების განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს ბოლო, მე-5 ჩვენება რადიკალურად აქვს შეცვლილი.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.