გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები ბრალდების უსაფუძლობაზე საუბრობენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, მათთვის უცნობია ამ ეტაპზე თუ რას ეყრდნობა ბრალი ვინაიდან საქმის ახალი მასალები მათ არ გადაცემიათ.