სეზარის დაჯილდოებაზე პოლანსკის გამარჯვების შემდეგ სტუმრების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
29 თებერვალს ფრანგულ ოსკარებად წოდებული სეზარების 45-ე დაჯილდოება გაიმართა, სადაც ფრანგულმა კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულად რომან პოლანსკი დაასახელა. 1978 წელს ამერიკის სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის აღსრულებამდე მან ქვეყანა დატოვა და დღემდე არ უგია პასუხი დანაშაულისთვის.