14:36
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სეულის მეტროსადგურში ბოსტნეულის ფერმა გაიხსნა
18-05-2021

სამხრეთ კორეაში ინტელექტუალური სოფლის მეურნეობის სფეროს კომპანიამ Farm8-მა მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა ჰიდროპონიკზე, ქალაქ სეულის მეტროსადგურ Sangdo-ში დაიწყო. ინფორმაციას FruitNews-ი ავრცელებს.

„ჰიდროპონიკა“ ლათინურად „წყალზე მომუშავეს“ ნიშნავს და ის მიწის გარეშე მცენარის გაზრდის ხელოვნებაა.

სეულის მეტროპოლიტენმა Farm8-თან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა საიჯარო თანხის დაფარვისა და მოგების ფიქსირებული ოდენობის შესახებ. Sangdo-ს მეტროსადგურის ფერმას 394 კვადრატული მეტრი უკავია, რაც საშუალო გარეფერმასთან შედარებით, სრულებითაც არაა დიდი ტერიტორია. ამ ერიტორიაზე ფერმის გარდა, კაფე და საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მნახველები „ჭკვიან“ სოფლის მეურნეობას გაეცნობიან.

კომპანია Farm8-მა ფერმა ანტარქტიდაშიც, სამხრეთ კორეის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე განათავსა, სადაც კიტრის, ყაბაყისა და წიწაკა ჩილის მოსავალს მოიყვანენ. დღეში 2 კილოგრამი ბოსტნეულის აღებას ვარაუდობენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები