სამხრეთ კორეის დედაქალაქის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეშლისა და ზარალის მიყენებისთვის “სარანგ ჯეილის ეკლესიისგან" და მისი წინამძღვრისგან, იუნ კვან-ჰუნისგან 4 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვს.
ქალაქის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი ეკლესიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, ვინაიდან ეკლესია არ ემორჩილება სოციალური დისტანციის რეგულაციებს, ხელს უშლის ტესტირებისა და კონტაქტების გამოვლენის პროცედურებს და ხელისუფლებას მრევლის შესახებ სიას არ აწვდის, რითაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს.
მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი ტალღა ეკლესიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მრევლმა აგვისტოს შუა რიცხვებში სეულის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა და დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს კლასტერად იქცა. ახალმა კლასტერმა ქვეყანას 11 მილიონ დოლარიზე მეტი ოდენობის ზარალი მიაყენა.
“სარანგ ჯეილის ეკლესიის" წინააღდეგ სარჩელის შეტანასა და ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს ეროვნული სამედიცინო სადაზღვევო სამსახურიც.