გორის შესასვლელთან სეტყვის შედეგად დაზარალებული რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულები ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ პირებთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.
მაგისტრალზე საკმაოდ დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. პოლიცია ცდილობს არ მოხდეს ავტობანზე მოძრავი ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება.