ძლიერმა წვიმამ საქართველოს რეგიონები დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.
ძლიერმა სეტყვამ ასევე დააზარალა ბეთანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც. ადგილობრივების განცხადებით, სტიქია დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.