2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა მილიონ 766 ათას 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, წინა წლის ანალოგიური პერიოდი კი - 226 ათას 583 ლარის ზარალით დაასრულეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამასთან, 2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 23 მილიონ 600 ათასი ლარით მეტი სესხი გასცეს. კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით, მათ 407 მილიონ 100 ათასი ლარის სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 430 მილიონ 800 ათასი ლარის.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, რეგისტორებული იყო 198 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.