სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ. აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ბრძანება 4 იანვარს გამოქვეყნდა. კერძოდ, ამ ბრძანების თანახმად, სუბიექტებს სებ-ში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენა 1-ლი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ. მაშინ როცა, თავდაპირველი ვერსიით ეს ვადა 31 მარტამდე ჰქონდათ.
სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც ამ დოკუმენტებს ზემოთ აღნიშნულ ვადაში ეროვნულ ბანკში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება ექნება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია.