1-ლი იანვრიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად 91-მდე მოთამაშე დარეგისტრირდა, შესაბამისად, მათ საფინანსო ბაზარზე ოპერირების დაწყების უფლება უკვე აქვთ.
დარეგისტრირებულებიდან 74 სუბიექტი ანუ 80%-ზე მეტის იურიდიული სტატუსი არის შპს (შეპესე), 16 სუბიექტის სტატუსი არის ინდივიდუალური მეწარმე და მხოლოდ ერთია სააქციო საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებული სუბიექტების 50%-ზე მეტი თბილისზე მოდის.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს, ვალდებულია ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სუბიექტებს დარეგისტრირება 30 აპრილამდე შეეძლებათ. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი კი 10 ათას ლარს შეადგენს.