სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნულმა ბანკის "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტშია აღნიშნული.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს. პროექტის მიხედვით, სასურველია, ძირის გადახდა მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდებოდეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც განხილვის პროცესში, შესაძლოა შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.