ეროვნულმა ბანკმა სესხების გალარების დეტალები გამოაქვეყნა. მთავრობის დადგენილებით, პროგრამა ოფიციალურად 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკისა და მთავრობის ინიციატივა ფიზიკური პირების იპოთეკური სესხების ნებაყოფლობით გალარებას ითვალისწინებს. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი მოსახლეობას პროგრამით სარგებლობას ურჩევს. სესხების გალარებისთვის მზადაა საბანკო სექტორიც.
ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს რომ სესხების გალარება მიმდინარე წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. მისი თქმით, მოსახლეობას კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდება.