სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ნიმუშებს იღებენ. საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში, მათ შორის, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით - საზამთროსა და ნესვის ნიმუშები.
არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.