"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება" - ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს.