სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში ხორცისა და ყველის ეტიკეტირების შემოწმებას ააქტიურებს. უწყება ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს ეტაპობრივად აცნობს. თუმცა, როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, პროდუქტის ეტიკეტირებასა და მიკვლევადობასთან დაკავშირებული დარღვევები აგრარულ ბაზრებში კვლავ ფიქსირდება.