მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი გადასახადების დამალვის გამო 1 მლნ ევროთი დააჯარიმეს. ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა მიიჩნია, რომ ფეხბურთელმა საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გადასახადები არ გადაიხადა. ადრე რამოსმა უკვე გადაიხადა ნახევარი მლნ ევრო. ახლა კი ფეხბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.