"სერიული შემწყალებელი", "შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?", "მკვლელები გარეთ - "ქართული ოცნება" - ტრანსპარანტები ამ წარწერებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეებს ეჭირათ. სამოქალაქო აქტივისტების საპრიტესტო აქცია პრეზიდენტის ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "პალიტრანიუსს" განუცხადა, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით ხდება, ძალიან საშიში კინოა და უნდა დასრულდეს.