თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდა, მოსახლეობის უპრეცედენტო პასიურობაა, ამასთან შემცირებულია პირბადის ტარების მაჩვენებელი. როგორც მან აღნიშნა ვაქცინაციამდე 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია.
მან ასევე ვაქცინაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, დასტაბილურდება ეპიდვითარება და მოიხსნება შეზღუდვები.