02:28
18 ივლისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
სერიალი "ალესილი კეპები" - ერთის მხრივ, რიგითი ობივატელის თვალით დანახული წარსული, მეორეს მხრივ, ბიჭუნას მონათხრობია, რომელიც იქცა რეალური მოვლენების მონაწილედ
12-07-2019

პირვანდელი ჩანაფიქრის მოკრძალებული მასშტაბების მიუხედავად, სტივენ ნაიტის კრიმინალურმა დრამამ სტარტის აღებისთანავე გამოავლინა სრული პოტენციალი და სწრაფად მოხიბლა თითქმის 3-მილიონიანი აუდიტორია, რომელიც პერსონაჟების აშკარა სისასტიკეზე თვალის დახუჭვით, ინტერესით ჩაება შელბის ოჯახის ცხოვრებასა და მის საქმიანობაში.  

ნაიტის განცხადებით, სერიალს გასული საუკუნის 20-იანი წლების ბირმინგემის კრიმინალური "ფსკერის" რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, როცა რამდენიმე დაჯგუფების ფონზე შექმნილმა ახალმა და საკმაოდ ძლიერმა ბანდამ სწრაფად გააფართოვა "საქმიანობის" არეალი და მშობლიური ქალაქის შემდეგ, ბრიტანეთის არალეგალური სამყაროც სრულად დაიმორჩილა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები