ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ისტორია 2013 წელს დასრულდა, თუმცა მისმა შემქმნელებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს, რომ დექსტერი ეკრანებზე მეცხრე სეზონით დაბრუნდება.
American Horror Story / ამერიკული საშინელებათა ისტორია
ამერიკული შაშინელებათა ისტორია: ამ სერიალს წელს ზუსტად ათი წელი უსრულდება, რაც პირველად გამოჩნდა ეკრანებზე და შოუს შემქმნელებიც მეათე სეზონში განსაკუთრებულ სიურპრიზებს გვპირდებიან: მათ შორის, ფილმის მარტო სახლში ვარსკვლავ მაკოლეი კალკინსაც ვიხილავთ.
The witcher/მხედვარი
ნეტფლიქსის ამ რეკორდსმენი სერიალის გაგრძელება ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გადაღებებს პანდემიამ შეუშალა ხელი. შესაბამისად, ერთგული მაყურებლები წელს კიდევ უფრო მეტად ელიან მის ხილვას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მეორე სეზონში ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდებიან.
Gossip Girl / ჭორიკანაგასული წლის დასაწყისში დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თინეიჯერული სერიალი ახალი ისტორიითა და განახლებული სამსახიობო გუნდით ეკრანზე ბრუნდება პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
Better call saoul,/უმჯობესია სოლს დაურეკოთBetter Call Saul კრიმინალური დრამაა, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალის, Breaking Bad-ის სპინოფია და სიუჟეტი ადრეულ 2000-იანებში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ორივე სატელევიზიო შოუს ერთი და იგივე შემოქმედები ჰყავს: ვინს გილიგანი და პიტერ გულდი.
და მასთან დამშვიდობება სწორედ წელს მოგვიწევს მეექვსე სეზონით.
ოზარკი/Ozarkკიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი ხარისხის შოუ, რომელსაც წელს დავემშვიდობებით, ოზარკია: ნეტფლიქსმა გასულ ზაფხულს დააანონსა, რომ სერიალი მეოთხე სეზონით დასრულდება.პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
Stranger Things / უცნაური ამბებიუცნაური ამბები მეოთხე საფინალო სეზონით დაბრუნდება. 1980 იან წლებში ჰაუკინსში, ინდიანა, ახალგაზრდა ბიჭი უჩინარდება. მეგობრები, ოჯახი და ადგილობრივი პოლიცია პასუხებს ეძებს, ისინი ჩართულნი არიან ძალიან მისტიურ გამოძიებაში. დაკარგული გმირის მეგობარი მაიკი საკუთარ გამოძიებას იწყებს. მაიკი დარწმუნებულია, რომ ახლოსაა ამოცანის ამოხსნასთან და მას წინ სასტიკი ბრძოლის ეპიცენტრში ყოფნა ელის.
Wandavision / ვანდავიჟენი
დისნეი მარველთან თანამშრომლობით წელს სუპერგმირებზე გადაღებულ ერთმანეთზე უფრო საინტერესო პროექტებს გვთავაზობს, მათ შორის კი ყველაზე დამაინტრიგებლად ვანდასა და ვიჟენის ისტორია გამოიყურება.
Friends/მეგობრებისერიალი „მეგობრები“ 16 წლის შემდეგ უბრუნდება მაყურებელს, უსცენარო სპეციალური ეპიზოდის პრემიერა, მრავალჯერ გადაიდო, რამაც კიდე უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია ერთგული მაყურებლის, ამ ეტაპზე ისევ უცნობია გამოსვლის თარიღი თუმცა ეს ყოველივე 2021 წელს აღსრულდება.
The Handmaid’s Tale / მხევლის წიგნიმხევლის წიგნი თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური, მწვავე და მნიშვნელოვანი თემებით დატვირთული სერიალია, რომლის მესამე სეზონი ისე დაძაბულად დასრულდა, რომ ერთი სული გვაქვს გავიგოთ, თუ რა ბედი ეწია მთავარ გმირს, ჯუნ ოსბორნს.
პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია
Euphoria/ ეიფორია
უკვე ვიხილეთ HBO-ს ამ გამორჩეული სერიალის სპეციალური საშობაო ეპიზოდი და 24 იანვარს მეორე ნაწილიც გამოვა. სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფის სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიები ნარკოტიკებით,ფსიქოლოგიური ტრამვებითა და სოციალური მედიით გაჯერებულ სამყაროში.
Morning show/დილის შოუ2019 წელს ჯენიფერ ენისტონის, რიზ უიზერსპუნისა და სტივ კარელის მონაწილეობით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი ვიხილეთ, წელს კი ამ საოცრად დაძაბული ისტორიის გაგრძელება გამოვა. სერიალი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, ვინც ამერიკას ყოველ დღე დილის გადაცემით აღვიძებს, მათ სირთულეებზე და გამოწვევებზე აგებული სიუჯეტი რაც კადრს მიღმა ხდება.