სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს თბილისის ცენტრში 15 პირი სასტიკად გაუსწორდა. ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. თავდასხმა ცნობილი და პოპულარული სერიალის მსახიობზე ყაზბეგის გამზირზე მოხდა. საბა უგრეხელიძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარებულისთვის უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებლი იყო. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.