გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი მაქს ვრაითი, რომელიც ცნობილ სერიალში "ალფი" მთავარ როლს ასრულებდა. ამის შესახებ TMZ-ი წერს. მსახიობი 75 წლის იყო. ის კიბოთი დაიღუპა. ექიმებმა ვრაითს დიაგნოზი ჯერ კიდევ 1995 წელს დაუსვეს. მსახიობი "ალფში" უილი ტენერის როლს ასრულებდა. ეს სერიალი NBC-ზე 1986 წლიდან 1990 წლამდე გადიოდა.