იტალიის ჩემპიონატი კორონა ვირუსის გამო, შესაძლოა შეწყდეს.
როგორც იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, ეს ერთადერთი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში. შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, იტალიაში სპორტული ღონისძიებები 3 აპრილამდე უმაყურებლოდ უნდა გაიმართოს. მიუხედავად ამისა, ბოლო 24 საათში დამძიმებული ვითარების გამო დღის წესრიგში მიმდინარე სეზონის შეჩერება დადგა.
სამშაბათს ფეხბურთის ფედერაციამ სხდომა დანიშნა, რომელზეც სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.