გლდანში, საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო განხილვაზე "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის გამოსვლას დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. რატიანი საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის საკითხებზე პლებისციტის ჩატარების საკითხზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გლდანში არსებობს 20 000 ხელმოწერა, რაზეც დარბაზში შეკრებილთაგან იყო რეპლიკები, თუ სად ჩაატარეს მათ გამოკითხვა, როდესაც მათ ოჯახებში არავინ ყოფილა.