თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისში ბოლო სხდომის ჩატარებას. რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით კი პარლამენტის შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელ იმერეთის მხარეს. პარლამენტის ქუთაისის შენობაში საკანონმდებლო ორგანოს ბოლო პლენარული სხდომა მიმდინარეობს.