სკოლებზე წინასაარჩევნო ზეწოლის შესახებ საუბრობს ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი. როგორც მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სკოლები ისევ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება კონკრეტულად კი ადმინისტრაციული რესურსის. მისივე თქმით, როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრის ორგანიზებაში სკოლების გარკვეულ ნაწილთან დამატებითი კომუნიკაცია შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ქოჩიშვილს ჰქონდა.