როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა საშემოდგომი სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სერგო რატიანმა მმართველ გუნდს მიმართა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის ტესტი ბარდება არჩევნებში დამარცხების შემდეგ და ეს ტესტი ხელისუფლებამ უნდა ჩააბაროს, რათა „ქართული ოცნების“ დამარცხება არ იყოს მტკივნეული ქვეყნისთვის.