"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი, გლდანის ციხეში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მოსანახულებლად მივიდა. რატიანის განცხადებით, დღეს ის და ელენე ხოშტარია მოინახულებენ პატიმრებს და გაარკვევენ, თუ როგორია მათი მდგომარეობა.
ამასთან, რატიანის თქმით, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი, ამიტომ ისინი საჭიროებენ ყურადღებასა და თანადგომას.