სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, თანამდებობებზე აღადგინეს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის სერგო ნინუასა და სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ცაბაძის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა. გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა ვიცე-პოლკოვნიკების - სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით 16 ნოემბერს დაიწყო.