იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ პოლიტიზირებული კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან, მათი უზნეობა პიკს აღწევს, სერგო მეთოფიშვილის განმარტებით, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რაც მიუღებელია.
მეთოფიშვილის თქმით ცრუ ინფორმაციის გავრცელებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი.