იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ხელისუფლებას, პოლიტიკურ ძალებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, ნუ იქნებიან "პასიური მაყურებლის როლში" და ყურადღება გაამახვილონ იმ განცხადებებზე, რომლიც მოსამართლეების მისამართით ისმის. როგორც სერგო მეთოფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით. აღნიშნულ განცხადებებზე მეთოფიშვილი სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს არასამტავრობოებ, ასევე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს და დეპუტატების იმ ნაწილს, რომლებმაც ეკა ბესელიას პოზიცია გაიზიარეს. "ამ ხალხის მოწოდებებმა ძალიან სახიფათო და საშიში პროცესები გამოიწვია! უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მისამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! პრაქტიკულად ხალხს მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ!" - წერს სერგო მეთოფიშვილი.