პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მთლიანად ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა შეთანხმდნენ და არა ცალკეული პარტია და ხელისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ პარტიასთან მოლაპარაკება შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. ის ასევე გამოეხმაურა „გირჩისა და“მოქალაქეების“ ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩიხლაძის თქმით, თუ მათ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ სურთ საუბარი, შეხვდებიან, თუმცა პარტიის პოზიცია კვლავ უცვლელია.