ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს უკვე დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკა აღარ აქვს. "ხელისუფლებაში გაცნობიერებული აქვთ არსებული საფრთხეები, თუმცა მიაჩნიათ, რომ უკრაინის თემაზე განცხადება არ უნდა გააკეთონ, რაც „ძალიან მცდარია“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, სერგი კაპანაძემ რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი რაციონალურად არ მოქმედებს და შეიძლება მას უბრალოდ ყველაფრის ფასად საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.