„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კაპანაძე აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, მზად არის აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები, ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროს. მისი თქმით, ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისულებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი დასააკაშვილის განცხადება რომ ის ერთადერთი ალტერნატივაა სწორედ ივანიშვილს დახმარებას წარმოადგენს.