„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი.
ამასთან, კაპანაძის თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ახალ არჩევნებზე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და ფუნდამენტურ რეფორმებზე შეთანხმებითაა შესაძლებელი.„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ბესიკ ბოგველი „ქართული ოცნების“ დაკვეთით მოქმედებს.
კაპანაძის განცხადებით, „ყველასთვის ნათელია რას ემსახურება და ვინ არის ამ ყველაფრის უკან“.