"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, საარჩევნო საკითხებზე შეკრებილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა კაპანაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიციური სპექტრი სვამს, არის 2020 წლის საპარამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ამ მოთხოვნის პირობებში ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე დისკუსიის დაიწყებაა და აღნიშნული საკითხი მათ დღევანდელ შეხვედრაზე დასვეს. ახლა ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ჩამოყალიბებულ პასუხს ელოდება.