„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანს აკრიტიკებს. კაპანაძის განცხადებით, ჩარკვიანის პოზიცია, რომ „თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება“, „ბინძური და აბსურდული ცილისწამებაა“.მისივე შეფასებით, თაკო ჩარკვიანის განცხადება სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით „ასავალ-დასავალისა“ და „ქართული ოცნების“ სტილში. „ევროპული საქართველო“ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ჩარკვიანის განცხადებაზე. შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.