"იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დანარჩენი რეკომენდაციებიც შესრულდეს", - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას. დეპუტატის თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ მიხეილ კალანდია დაკავებული უნდა ყოფილიყო.