ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ემიგრანტებთან შეხვედრას გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ის, რაც ლიეჟში ხდებოდა, "ქართული ოცნების" მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო. მისივე თქმით ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანიც იყო. რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე იყო გაჟღერებული, "ევროპული საქართველო" შეფასებას არ აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიგონ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით. შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს.