"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება. მისი თქმით, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები. მისივე თქმით, ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნილი და ეს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებაში იკითხება.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 8 აპრილს გაიმართება. სხვალინდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.