„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის დაწყების წინადადებით მიმართვას.
საკითხი კაპანაძემ აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დააყენა. მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემით ჩატარებამ. კაპანაძემ აქვე აღნიშნა, რომ დღეს იმგვარი საარჩევნო მოდელი მოქმედებს, როცა მმართველი პარტია არჩევნების ხმათა 48 პროცენტს იღებს, მაგრამ პარლამენტში მანდატების სამ მეოთხედს ფლობს.