პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მიმართავს, გალის რაიონში მოკლული ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას ბრალი წაუყენონ. როგორც კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს მნიშვნელოვანია მათ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესაყვანად.
12 მარტს, გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.