ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გიგი უგულავას შსს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით საბოლოო ჯამში ივანიშვილის ხელშია სასამართლოც, პროკურატურაც და შსს-ც და რომ მოუნდეს დღესვე დაიჭერს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ არსებული ჩვენებები რეალობას არ შეესაბამება და სასამართლო სისტემას მოუწევს ამ ცრუ ჩვენებებთან დაპირისპირება