ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და ის თავისუფალია. კაპანაძის შეფასებით, კონკრეტული დასკვნების გარდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ის, ვინც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, თავისუფალია, რაზე რეაგირებაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ ეტაპზე პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.