რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთსა და ბელორუსს შორის ერთობლივი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა, რომელიც ერთიანი რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებასაც გულისხმობს.
„გარემოებები გვკარნახობს სასწრაფო ერთობლივი ზომების მიღების საჭიროებას საკავშირო სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჯარების რეგიონალური გადაჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის ერთიანი რეგიონალური სისტემის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით“, - განაცხადა შოიგუმ ბელარუსის თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრაზე მოსკოვში.
მედიის ცნობით, შოიგუმ ბელარუსს რუსეთის უახლოესი მეგობარიც უწოდა.