რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანს შეხვდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განლაგდა.
„ვაკონტროლებთ სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას, ლაჩინის დერეფანს, უზრუნველვყოფთ გადაადგილების კონტროლს და ასევე, ასევე აქედან წასული ლტოლვილების დაბრუნებას. წინ ბევრი სამუშაო გველოდება”, - აღნიშნა სერგეი შოიგუ.
მინისტრის თქმით, მისი მხარის მთავარი ამოცანას არ დაუშვას სისხლის ღვრა.
„დიდი გეგმით ჩამოვედით და მისი განხორციელების იმედი გვაქვს,“- განაცხადა შოიგუმ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია სომხეთშს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.