სერგეი შამბა - საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით - Palitra News

სერგეი შამბა - საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით

2021-02-13 16:17:11+04:00

რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის შესაძლო გახსნის თემა ათი წლის წინ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმებას „ქართული მხარის“ პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. „ამ თემაზე სერიოზული დისკუსიები შედგა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ აფხაზეთში რკინიგზისვის უნდა ეწოდებინათ იგივე, რაც საბჭოთა პერიოდში ერქვა - საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, აფხაზური მხარე ამას არ ეთანხმებოდა , - განაცხადა სერგეი შამბამ.