რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განაცხადებით მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების წინადადებებზე. მისი თქმით, ვაშინგტონი შეეცდება გადააქციოს ყველაფერი დუნე პროცესად, მათ კი პასუხი სასწრაფოდ სჭირდებათ, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია, მწვავეა და მიდრეკილია კიდევ უფრო გართულებისკენ.
რუსი დიპლომატის განცხადებით რუსეთი მზად არის დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები.
პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ნატო-სთან და შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ხელშეკრულებების პროექტები, სადაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს გარანტიებს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.