რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისთვის ჯერ კიდევ 1 წლის წინ იყო მზად, თუმცა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე, რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ მოხდარმა ძალადობის ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ამის შესახებ მან თინა კანდელაკის გადაცემა „სპეციალურ სტუმარში“ განაცხადა.
ლავროვის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ის დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგება და ის პროვოკატორები, რომლებიც ამას ხელს უშლიან დაითრგუნებიან. მისი თქმით რუსეთის ხელისუფლება ხედავს ქართველ პოლიტიკოსებს, რომელიც მომხრეები არიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებით. მისივე თქმით, რუსეთს არ სურს არსებული სიტუაციის შენარჩუნება, რადგან ქათველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი დაუგეგმავთ. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ახლა საქართველოს გამოყენებას ზუსტად ისე ცდილობენ, როგორც უკრაინას იყენებენ.